ყურის პრობლემა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღეა, ღამე რო ვწვები მაქვს მარჯვენა ყურში ფეთქვა, თითქოს რაღაც ბუყბუყებს შიგნით. გუშინ არც დავწოლილვარ ღამე ტელევიზორს ვუყურებდი და ესე უბრალოდ დამეწყო ეს ფეთქვა :) ტკივილი არ მაქვს, ექიმთანაც არ მივსულვარ, სმენას არ ვუჩივი, ვერ ვხვდები რისი ბრალია.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნული ჩივილების გამომწვევი , შესაძლოა, არაერთი პათოლოგია იყოს, მათ შორისაა:
ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთება;

  • ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყალი;
  • გოგირდის საცობი
  • სასმენი ნერვის დაზიანება;
  • უცხო სხეული სასმენ მილში და ა.შ.

სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასმენ აპარატს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნლობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამარჯობა. რამდენიმე დღეა, ღამე რო ვწვები მაქვს მარჯვენა ყურში ფეთქვა, თითქოს რაღაც ბუყბუყებს შიგნით. გუშინ არც დავწოლილვარ ღამე ტელევიზორს ვუყურებდი და ესე უბრალოდ დამეწყო ეს ფეთქვა :) ტკივილი არ მაქვს, ექიმთანაც არ მივსულვარ, სმენას არ ვუჩივი, ვერ ვხვდები რისი ბრალია.

გამოაგზავნეთ შეკითხვა