მოგესალმებით!
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა და ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.
ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.
ანგინა ხშირად რთულდება პარატონზილიტით - სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი (ამ შემთხვევაში აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში). ზოგადი გართულებებიდან დამახასიათებელია:
- ინფექციური პოლიართრიტი;
- რევმატიზმი;
- პიელონეფრიტი;
- ქოლეცისტიტი;
- ორქიტი;
- ტონზილოგენური სეფსისი.
ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის შერჩევა და დანიშვნა ექიმის პრივილეგიაა.
არის ნიუანსები, რომელზეც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც კომპეტენციის ფაგრლებში, უშუალო ვიზიტისას გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !