კითხვა: გამარჯობა მაქვს ყელში მარჯვენა მხარეს მცირედი წვა და მიგროვდება ნახველი ერთი თვის უკან დამიდგინეს ქრონიკული ლარინგიტი წამლები მივიღე და შედეგი არამაქ მეშინია საშიში რამ არიყოს როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
ლარინგიტი ყელის სახმო იოგების შემცველი ნაწილის (ლარინქსი) ანთებაა, გაღიზიანების, ზედმეტი დატვირთვის ან ინფექციის გამო.
ლარინგიტი შესაძლოა დროებითი იყოს (მწვავე) ან გახანგრძლივდეს (ქრონიკული). ლარინგიტის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს დროებითი ვირუსული ინფექცია ან იოგების დაჭიმვა, რაც არ იწვევს მძიმე დაავადებას. ხანგრძლივი ჩახლეჩვა ზოგჯერ უფრო სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანია.
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ფარინგიტთან, რომელიც ასევე, ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა.
ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება, სიმშრალე, სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს მას იწვევს ხშირი მწვავე ფარინგიტი, ქრონიკული სურდო, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები, ქრონიკული ტონზილიტი. მის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, რომლებიც ვენურ სისტემაში შეგუბებით მოვლენებს იწვევს, კლიმატური პირობები (ცივი ამინდები) და მავნე ჩვევები, სახელდობრ, ნიკოტინი და ალკოჰოლი.
ფარინგიტის მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო –ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს, პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს , როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა