მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნა, წარმოადგენს მხოლოდ კვლევის პასუხს და არა დიაგნოზს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუმცა, სავარაუდოდ საქმე ეხება მუკოიდურ კისტას, რაზეც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
თქვენს შემთხვევაშიც აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება, რათა დადგინდეს არის თუ არა კისტა მზარდი.
აუცილებელია სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა, რის შემდეგაც თუ პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა მდგომარეობის გამწვავება იწვევს კისტის მდებარეობის მიდამოში ტკივილებს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე. ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !