მოგესალმებით!
ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ისეთი გამღიზიანებლისგან, როგორიცაა მაგალითად მტვერი ან კვამლი. ხველა იშვიათადაა რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი.
ხველა შეიძლება იყოს მშრალი ან სველი.
მშრალი ხველის, დროს ადამიანს ყელში ღუტუნის შეგრძნება აქვს, რაც ხველას იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ზედა სასუნთქი გზების ანთებაა (შეშუპება). ამ დროს ფლეგმის (სქელი ნახველი) გამოყოფა არ ხდება.
ხველების გამომწვევი მიზეზებია:
- სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც მოქმედებს ყელზე, სასულეზე ან სინუსებზე, მაგალითად გაციება, გრიპი, სინუსიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი;
- ალერგია;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
- ბრონქოექტაზია - როდესაც ფილტვების სასუნთქი გზები ანომალიურად ფართოვდება;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება - კუჭის მჟავის მიერ გამოწვეული გაღიზიანება და დაზიანება.
თუ ხართ მწეველი, სიგარეტის მოწევის თავის დანებება დაგეხმარებათ ხველის შემსუბუქებასა და მკურნალობაში.
როგორც აღნიშნავთ გადაიღეთ რენტგენი და ფილტვები გამოირიცხა.
დისტანციურად რა თქმა უნდა ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას, სპეციალისტი გაგსინჯავთ და თავად მოგახსენებთ მიზეზების შესახებ, ასევე შესაძლებელია, ვიზიტისას გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!