კითხვა: გამარჯობა.ხუთი თვის წინ მქონდა გრიპი გამიარა მაგრამ იმის მერე მაქვს დიდი რაოდენობით ლორწო ყელში მიგროვდება და მახრჩობს ცხვირიდან არ მომდის მაგრამ მიჭირს სუნთქვა სულ ვხრუტუნებ სულ ვყლაპავ რაღაცას
პასუხი:

მოგესალმებით,
გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ინფექციურ დაავადებათა შორის, ის არ არის იგივე, რაც ჩვეულებრივი გაციება. ის გამოწვეულია განსხვავებული ჯგუფის ვირუსებით და მისი სიმპტომები იწყება უფრო სწრაფად, არის უფრო მძიმე და უფრო დიდხანს გრძელდება.
გრიპის ზიგიერთი ძირითადი სიმპტომებია:

  • სიცხე (მაღალი ტემპერატურა), 38C ან მეტი;
  •  გადაღლილობას და სისუსტე;
  •  თავის ტკივილი;
  •  ზოგადი ტკივილები;
  •  მშრალი, მკერდიდან ამოსული ხველა.

გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს გაციების მსგავსი სიმპტომებიც, როგორებიცაა მაგალითად გაჭედილი ცხვირი, ან სურდო, ცემინება და ყელის ტკივილი, მაგრამ ესენი სხვა სიმპტომებთან შედარებით, უფრო სუსტად იქნება გამოვლენილი.
გრიპი გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1‐4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება.
გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).
რაც შეეხება ხუთი თვის განმავლობაში აღნიშნული სიმპტომების შენარჩუნებას ,ცხადია , საყურადღებოა და სხვა დაავადების არსებობაზე გვაფიქრებინებს .
გირჩევთ, დიაგნოზის დასადგენად მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზიტისას დაათვალიერებს პირის ღრუს, ხორხსა და ზედა სასუნთქ სისტემას ინსტუმენტულად, გამორიცხავს ლორწოვანი გარსის ანთებას, დასვმას ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა