მოგესალმებით,
მოგახსენებთ , რომ ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია:
- ცხვირით სუნთქვის დარღვევ;
- გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული);
- ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
- ქავილი;
- წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
- თავის ტკივილი.
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა .
სამწუხაროდ ,ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ცხვირის პოლიპზე და ძგიდის გასწორებაზე ოპერაცია არ ტარდება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!