კითხვა: გამარჯობა, ზაფხულში ვიმკურნალე ჰაიმორიტზე და ფრონტიტზე. მქონდა თავის ტკივილები და ზეწოლა შუბლზე და ცხვირზე, რენდგენზე არ იყიო დაჩრდილვა თუმცა იყო შუბლის არეში ვენტილაცია დაქვეითებული კედლის გასქელების ხარჯზე და ლორწოვანი ჰიპერტროფული. მკურნალობის შემდეგ თითქოს მომეხსნა ეს სიმპტომები მაგრამ ეხლა მაქვს ცხვირის მიდამოში ზოჯერ უცნაური წტკაცუნი რაღაც მიწკაპუნებს და აგრეთვე ზოჯერ მაქვს ყვითელი სქელი გამონადენი დილაობით. რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის ჰაიმორიტი;
  • რა უწყობს ხელს მის განვითარებას;
  • ჰაიმორიტის მკურნალობა.

ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, იგი გამოწვეულია წიაღის გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით, ზედა ყბის წიაღის ანთება კი, რამდენიმე სახისაა და მათ შორისაა:

  • ოდონტოგენური;
  • რინოგენული;
  • ჰემატოგენური;
  • ტრავმული;
  • ალერგიული.

ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
ჰაიმორიტის სიმპტომები
ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • უსიამოვნო შეგრძნება ცხვირში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ტემპერატურის მატება;
  • საერთო სისუსტე;
  • მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში.

haimoriti

ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და სინუსური ღრუს გამორეცხვა ჰაიმოროტომიით, რომლის საჭიროებაც აუცილებლად ექიმის გადასაწყვეტია.
თქვენი სიმპტომების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, აუცილებელია, კვლავინდებურად მიმართოთ მკურნალ ექიმს.
სასურველია, მკურნალობაში ჩაერთოს ყბა-სახის ქირურგიც, ამიტომ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია მხოლოდ 15 ლარად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-aqcias-yba-sakhis-qirurgis-konsultaciaze/31740
აქციის ფარგლებში დახმარებას გაგიწევთ ბატონი შოთა ლობჟანიძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა