სმენის ნერვის ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში დამიდგინეს მარჯვენა ყურის ნევრიტი. დანიშნული მაქვს მხოლოდ B ჯგუფის ვიტამინები და ბეტასერკი. მაინტერესებს საკმარისია თუ არამხოლოდ ეს ორი პრეპარატი და შესაძლებელია თუ არა სმანის აღდგენა და კიდევ რა გამოკვლევების ჩატარებას მირჩევთ რომ დავადგინო თუ საი დან მოდის ეს დაავადება. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს სადაც განვიხილეთ სმენის ნერვის ნევრიტი. მოგაწვდით დამატებით, ზოგად ინფორმაციას.
სმენის ნერვის ნევრიტის დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება – ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია – რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ:

  • სმენადობის სიმახვილე;
  • სმენის დაქვეითების ხარისხი;
  • გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათი და ლოკალიზაცია.

მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელად უნდა დადგინდეს დაავადების მიზეზი.
ყოველივე ამის შემდეგ კი, ინიშნება ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და ნერვული ქსოვილის აღმდგენი საშუალებები.
მედიკამენტური მკურნალობა მიზნად ისახავს სასმენი ნერვის კვდომის პროცესის შეჩერებას. პერიოდულად, წელიწადში 1-2-ჯერ, ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობის კურსი ( ვიტამინები, ბიოსტიმულატორები და ა.შ.).
უმჯობესია, მკურნალობის შედეგებთან დაკავშირებით გესაუბროთ თქვენი მკურნალი ექიმი.
სთხოვეთ მას, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, მკურნალობის შედეგებთან დაკავშირებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა