კითხვა: გამარჯობა,ყურის დაგუბება მაწუხებს,მანამდე კი წყალივით გამონადენი და ქავილიც მქონდა..ტკივილი არ მაქვს.რა არის გამომწვევი მიზეზი და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ყურის დაგუბებასთან დაკავშირებით. მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, ჩივილების გამომწვევია შუა ოტიტი. მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება.
შუა ოტიტის სიმპტომებია:

  • მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში;
  • სმენის დაქვეითება;
  • ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში).

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, ოტიტი სავსებით იკურნება. ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება სითხე (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასმენ აპარატს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ თანამედროვე გაიდლაინების შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა