ხმაური ყურებში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მარჯვენა ყურში მაქვს სტვენის შეგრძნება 7 თვეა ყურთა სმენა ჩვეულებრივი მაქვს გთხოვთ მითხრათ რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ყურებში ხმაურს ხშირად უჩივიან 40 წელს გადაცილებულები, კიდევ უფრო ხშირად - 70 წელს გადაცილებულები.
პაციენტები უმთავრესად მამაკაცები არიან. ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი , უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სხვა დამატებით სიმპტომებს არ აღწერთ ვფიქრობთ, ზოგადად ჯანმრთელი შეიძლება იყოთ, პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა. ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად, აჯობებს მობრძანდეთ ყელ–ყურის სპეციალისტთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა