მოგესალმებით!
დიახ,შესაძლებელია თქვენი ჩივილები და პათოლოგიური სიმპტომები უკავშირდებოდეს ცხვირის ტრავმას.
ზოგადად ყელ–ყურ–ცხვირის და თვალის ორგანოები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, არა მარტო სიახლოვის, არამედ მათ შორის შიდა კავშირების საშუალებით. შესაბამისად ადვილია ინფექციის გავრცელება სასუნთქი გზებიდან სმენის და მხედველობის ორგანოებისაკენ.
ამ საკითხზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, სპეციალისტის პრეროგატივაა.
თუ ოფთალმოლოგიური პრობლემა გამოირიცხა, მაშინ, გირჩევთ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ანამნეზის შეკრებისა და საჭირო კვლევების შემდეგ, მოგახსენებთ რა არის თქვენი სიმპტომის გამომწვევი ფაქტორი.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. სადღაც 3 წლს წინ დავეცი და ცხვირი დავარტყი. გამიტყდა და 8-9 თვის მერე თვალი დამისივდა და წინ სიწითლე წამოვიდა. თვალი გამოვიკვლიე, თვალზე პრობლემა არაა. შემდეგ ყურის ანთება დამეწყო, ვიმკურნალე. კითხვა: შეილება თუ არა ცხვირის ბრალი იყოს თვალის დასიება? წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი: