მოგესალმებით,
სასურველია, დაგვიზუსტოთ კონკრეტულად რომელ პათოლოგიას გულისხმობთ. ე.წ. „თავში ჩირქი“ შეიძლება, იგულისხმებოდეს:
- ჰაიმორიტი;
- ფრონტიტი;
- სინუსიტი;
- თავის ტვინის აბსცესი და ა.შ.
რა თქმა უნდა ყველა პათოლოგია საშიშია ჯანმრთელობისთვის და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ყველაზე მინიმუმი ზიანი მათი ქრონიკულ ფორმაში გადასვლაა, რაც გამოიწვევს მუდმივ ჩირქდენას, თავის, შუბლის წილისა და ყვრიმალების ტკვილს და ა.შ.
პირველ რიგში უნდა მიბრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, ხოლო საჭიროებისამებრ ჩართოთ მკურნალობაში ნევროლოგი და ყბა–სახის ქირურგი.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!