დახრჩობის შეგრძნება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: უკვე დიდი ხანია ყელში რაღაც მახრჩობს პერიოდულად. თითქოს ხელი მომიჭირეს თუმცა არ ვიხრჩობი. ვიყავი ჯაფარიძესთან, მითხრა არაფერი გაქვსო მხოლოდ გლანდები გაქვს გასაკეთებელიო. ცოტა ხნის მერე ისევ ამეკვიატა რო ცუდი რაღაც მჭირს. წავედი პირადად მარდალეიშვილმა გამსინჯა არაფერი გაქვსო. მკვეთრად გამოხატული ნერვოზი გაქვსო. ცოტა ხანი გამივლის ისევ მეწყება სად წავიდე იქნებ მირჩიოთ. ყელში ხან დაბლა მიჭერს ხან მაღლა ანუ ხორხის დასაწყისში და დასასრულში. თუ სწორად ავხენი არ ვიცი. რას მეტყვით ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღწერილ ჩივილებს შესაძლოა, ნევროლოგიური პრობლემების გარდა, იწვევდეს დისფაგია, საყლაპავის თიაქარი ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. მითუმეტეს, ჩვენ არ ვიცით დიაგნოსტირების შემდეგ დაგენიშნათ თუ არა მკურნალობა.
სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, დარწმუნებით გამოირიცხოს საყლაპავის პათოლოგია.
ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება მოგეცეთ შესაბამისი მითითება მკურნალობის შესახებ. ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმიც ,მაგალითად ენდოსკოპისტი .
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგი და ენდოკრინოლოგიც. რაც ვფიქრობთ, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში დამღლელი ვიზიტების განხორციელება. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა