კითხვა: გამარჯობა.ყურებში ბოლო რამდენიმე დღე მესმის საშინელი შუილი და ასევე ტკივილიც სდევს თან. ვარ 16 წლის. თავიდან ოტიპაქს ვიწვეთებდი გამიარა, შუილი კი ისევ დამიტოვა.ახლაც ძალიან მტკივა და რა მოვიმოქმედო, მირჩიეთ.დიდი მადლობა❤️
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს: თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
მიზეზი შეიძლება იყოს: კოფეინი, ზოგიერთი მედიკამენტი, არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ალერგია, ანემია, თირეოტოქსიკოზი, ნევროზი და სხვა პათოლოგიები.
პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად, აჯობებს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო-ლარინგოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა