ქრონიკული ხველა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: წელიწადში რამდენჯერმე მაწუხებს ხველა.ის არაა დაკავშირებული გაციებასთან ან ალერგიასთან. შეიძლება თუ არა მიზეზი იყოს კუჭ–ნაწლავის პრობლემა ან კენჭები ნაღვლის ბუშტში?
პასუხი:

მოგესალმებით!
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს და მოგაწვდით ზოგად ინფრომაციას.
ხველა, როგორც ასეთი, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა გამღიზიანებელზე.
როგორც აღნიშნავთ, გაქვთ სპაზმური ხველა, რაც სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში, „მშრალი ხველის“ სინდრომია.
ხველის გამომწვევი მიზეზებია:

  • მწვავე რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები;
  • მწვავე ბრონქიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • რინოსინუსიტი;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • თამბაქოს წევა;
  • გამოსარიცხია შემდეგი დაავადებებიც:
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა);
  • სასუნთქი სისტემის ინფექციები;
  • უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, კუჭ–ნაწლავის პრობლემას შეიძლება უკავშირდებოდეს ხველა, თუმცა ნაღვლ–კენჭოვან დაავადებასთან კავშირი, ვფიქრობთ, არ აქვს.
ქრონიკული ხველა საკმაოდ დაუმორჩილებელი და ძნელად სამართავი პრობლემაა. მისი სწორი კლინიკური შეფასება, ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო – ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სპეციალისტი გაგსინჯავთ, დაათვალიერებს სასუნთქ და სასმენ სისტემას, როგორც ინსტრუმენტულად, ისე ვიზუალურად, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემები, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა