ხველება, ყელის ტკივილი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: 2 თვე საშინელი ხველა მაქ სიცხეები ყელის ტკივილი ფილტვები არ მაწუხებს. რას მირჩევთ. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს, ამ გზით ორგანიზმი ცდილობს, სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან.
იქიდან გამომდინარე, რომ ხველას თან დაერთვის ყელის ტკივილი და ტემპერატურა შესაძლოა, მიზეზი ნუშურა ჯირკვების ანთება, იგივე ტონზილიტი იყოს. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ბაქტერიული;
  • სოკოვანი;
  • ვირუსული ინფექციით.

ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, ტონზილიტის დიაგნოზის დასასმელად, პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ყელის ტკივილი და თანდართული ჩივილი, ბაქტერიული ფონია ეს თუ ვირუსული, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტარდება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დათვალიერდება ინსტრუმენტულად პირის ღრუ და სასუნთქი სისტემა, დაისმება დიაგნოზი და ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა