მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტონზილიტი ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.
ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.
ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
თქვენს მიერ ნახსენები სიმპტომები მიანიშნებენ პირის ღრუსა და ყელის მიდამოს ორგანოთა ინფექციურ პროცესზე, რომელში გარკვევაც სპეციალისტის პრეროგატივაა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეკრებენ ანამნეზს, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს, როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28
სხვა დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !