მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა სუნთქვის დარღვევას, ძგიდის გამრუდებასთან ერთად იწვევდეს ცხვირის პოლიპი, რომელიც არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.
იგი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის დარღვევა, გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული), ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა, ქავილი, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, სხვა სახის დისკომფორტი, თავის ტკივილი, დაქაჩულობა.
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა .
ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ცხვირის პოლიპზე და ძგიდის გასწორებაზე ოპერაცია არ ტარდება და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს სუნთქვის პრობლემა.უკვე რამდენიმე წელია.გამოკვლევებმა აჩვენა რომ ძგიდე მაქვს გამრუდებული.მაინტერესებს ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება ჩემი პრობლემის მოგვარება.მადლობა.
პასუხი: