მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად:
- ყურის ანთება;
- გოგირდოვანი საცობი;
- უცხო სხეული სასმენ მილში;
- სასმენი ნერვის დაზიანება;
- ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს:
- თავის ტრავმა;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- სტრესი და ა.შ.
გამომწვევ მიზეზებს შორისაა, მაღალი წნევები, იგივე არტერიული ჰიპერტენზია.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად შეუძლებელია.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, დასაზუსტებელია, იგივე შემთხვევა ხომ არ განმეორებულა? თუ მხოლოდ ერთხელ გქონდათ აღნიშნული ჩივილი, შესაძლოა მცირე ზომის, თვალით შეუმჩნეველი უცხო სხეული გქონდათ ჩავარდნილი თვალში, რომელიც ცრემლდენის შემდეგ თავისით გამოდევნა.
თუ ფაქტი განმეორებითი იყო, შესაძლოა საქმე ეხებოდეს როგორც მშრალი თვალის სინდრომს, ისე ოფთალმოლოგიურ სხვა პათოლოგიას, რომლის დიაგნოსტირებაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით.
კლინიკაში გვყავს როგორც ოტო–რინო–ლარინგოლოგი, ისე ოფთალმოლოგი. საჭირო კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!