მოგესალმებით,
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს: თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
მიზეზი შეიძლება იყოს: კოფეინი, ზოგიერთი მედიკამენტი, არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ალერგია, ანემია, თირეოტოქსიკოზი, ნევროზი და სხვა პათოლოგიები.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ აუდიომეტრია და გამოირიცხა სასმენი მილის პათოლოგიები. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად , დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა .წლებია მაქვს თავში შუილი.ყურებზე აუდიოგრამა ბევრჯერ გამიკეთებია და სმენის ნერვი არ მაქ დაზიანებული.არც სმენაში მიშლის.ანუ სმენა კაი მაქ.ნევროზიც მაქ წლებია.ანტიდეპრესანტებს ვიღებ ხოლმე.პერიოდულად მემატება შუილი.რა გამოკვლევაა საჭირო ან თუ შეიძლება შემცირება
პასუხი: