სმენის ნერვის ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: ყურებში წუილის და სმენის ნერვის დაზიანებისგან სრულად განკურნება შესაძლებელია?
პასუხი:

მოგესალმებით,
სმენის ნერვის ნევრიტი ვლინდება ყურებში სხვადასხვა ინტენსივობის შიშინითა და ხმაურით და სმენის დაქვეითებით. სმენა ამ პათოლოგიის დროს შესაძლოა საგრძნობლად დაქვეითდეს. ცალმხრივი ან ორმხრივი სიყრუეც კია მოსალოდნელი. არცთუ იშვიათად ამ სიმპტომებს ერთვის წონასწორობის დარღვევა და თავბრუხვევა. ყურის დათვალიერებისას ცვლილებების აღმოჩენა ვერ ხერხდება.
სმენის ნერვის ნევრიტის დიაგნოზს სვამენ ანამნეზის, პაციენტის ჩივილებისა და აუდიომეტრიის მონაცემების შეჯერებით.
ასევე დასადგენია, სმენადობის სიმახვილე, დაქვეითების ხარისხი, მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათი და ლოკალიზაცია.
რაც უფრო ადრე დავიწყებთ სმენის ნერვის ნევრიტის მკურნლობას, მით უფრო მეტია უკეთესი შედეგის მიღწევის შანსი, ვიდრე ნერვის ქსოვილის დაზიანება ჯერ კიდევ შექცევადია.
ასევე დასაზუსტებელია, ბრძანდებოდით ექიმთან და მისი დიაგნოზია, რომ ნერვია დაზიანებული თუ თავად მიიჩნევთ ასე?
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასმენ აპარატს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნლობას, ასევე, გაგცემთ ამომწურავ პასუხს, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა