კისრის მრტ კვლევა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: შიდა ყურის პრობლემა შეიძლება იყოს ? ადრე თითქოს რაღაც მიგორავდა ხოლმე ყურში და თქვენთან ვესტიბულური აპარატის გადაღება თუ ხდება? კისერი მაქვს სულ დაჭიმული სიცარიელის შეგრძნება სულ მოთენთილი ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
დიახ, როგორც წინა შეტყობინებაში მოგახსენეთ, შესაძლებელია შიდა ყურის პრობლემებმა გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
თუ ადრე გქონდათ ყურის პრობლემები, მაშინ სასურველია ნევროლოგთან ვიზიტის შემდეგ, კონსულტაციაზე მიბრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან და მასთან გაარკვიოთ ვესტიბულური აპარატის კვლევის ჩატარების აუცილებლობის საკითხი .
როგორც აღნიშნავთ, კისერი გაქვთ სულ დაჭიმული აქედან გამომდინარე ,სასურველია ეს სიმპტომი შეფასდეს ნევროლოგის მიერ .
გთავაზობთ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე ნევროლოგთან, რათა უშუალო ვიზიტისას განისაზღვროს რომელი კვლევა გჭირდებათ.
იგივე დროს ,შეგიძლიათ ჩაიტაროთ კონსულტაცია ჩვენი კლინიკის ყელ–ყურ–ცხვირის სპეციალისტთან .
შეგახსენებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა