ცხვირის ძგიდის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: საღამომშვიდობისა ანუ მაქ ძგიდის ოპეაცია გაკეთებული და მაქსიმალურად ვუვლი ცხვის სპრეით და გაწმენდით .. სიგაეტს ვეწევი..ანუაი ტერესებს. ხველება ცემინება ან ცხვის უსიამოვნო გამოწვა (გამოწვა არახშირ შემთხვევაში ) ისევ ძგიდიდს გამრუდების პრობლემას ხომარ შემიქმნის ... ან ცხვის მოწმემდა სუდოს დროს ..გმადლობთ წიმასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ძგიდის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციისთვის 3-4 დღე საკმარისია, ესთეტიკური კორექციის შემდგომი რეაბილიტაცია კი უფრო მეტ ხანს – 10-14 დღეს მოითხოვს.
რეციდივი შესაძლოა ხელმეორე ტრავმით ან აღნიშნულ პერიოდში ცხვირის არასწორი მოვლით იყოს განპირობებული.
ძგიდის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით 6 თვე-1 წელი ცხვირის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. მაგალითად:

  • მოერიდეთ მზის სხივებს;
  • მოერიდოთ სათვალის ტარებას, რათა ცხვირზე ჩანაჭდევები არ გაგიჩნდეთ.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებათ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა