ძგიდის გამრუდება, სუნთქვის დარღვევა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 29 წლის ,მაქვს ცხვირის ძგიდე გამრუდებული ბავშვობიდან, მაქვს სუნთქვის პრობლემა, ვერ ვბედავ ოპერაციის გაკეთებას, თუ არის გაუტკივარების სრული გარანტია.
პასუხი:

მოგესალმებით,
სუნთქვის დარღვევას, ძგიდის გამრუდებასთან ერთად, შესაძლოა იწვევდეს ცხვირის პოლიპი, რომელიც არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.
იგი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება.
თუმცა, ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
რინოპლასტიკის ოპერაციული მიდგომები შეირჩევა ინდივიდუალურად და ტარდება, როგორც ღია, ისე დახურული მიდგომით, კანის გარეგანი კვეთის გარეშე (ენდონაზალური რინოპლასტიკა).
წარმატებული რინოპლასტიკა დამოკიდებულია არა მხოლოდ პლასტიკური ქირურგის გამოცდილებასა და ესთეტურ გემოვნებაზე. აუცილებელია წინასაოპერაციო მოსამზადებელ პერიოდში პაციენტმა სრულად დაიცვას ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცხვირის შეშუპება, მიღწეულ იქნას უსისხლოდ ჩატარებული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდის შემცირება.
ასევე, გაუტკივარების მეთოდიც შეირჩევა ინდივიდუალურად.
ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ცხვირის პოლიპზე და ძგიდის გასწორებაზე ოპერაცია არ ტარდება და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა