კითხვა: გამარჯობა.ხშირად მაქვს ხოლმე ყურის ნიჟარას ტკივილი ტრამვა არაფერი მიმიღია.ხშირად თავის დაბანის შემდეგ მაქვს ხოლმე ან თუ გამიცივდა ყური.ზოგჯერ ყურიც კი მტკივა შიგნით.რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა წამალი გამოვიყენო მირჩიეთ.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურის ტკივილი, ოტალგია, განიმარტება როგორც ყურიდან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც არღვევს ჩვეულ აქტივობას ან ძილს. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმპტომი შესაძლოა არაერთი დაავადების მაუწყებელი იყოს.
გარეთა ოტიტს ხშირად წინ უძღვის ცურვის ეპიზოდი. ამ დროს მტკივნეულია ყურის ნიჟარის შეხება. გარეთა სასმენი მილი შესივებულია, წითელი, აღინიშნება თეთრი გამონადენი.
ზოგჯერ ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის გამო გარეთა სასმენ მილში გროვდება გოგირდოვანი მასა და ჩნდება საცობი. საკმარისია ცოტაოდენი წყლის მოხვედრა, მაგალითად, ბანაობის დროს, რომ გოგირდის საცობი გაფუვდეს და მთლიანად დაახშოს გარეთა სასმენი მილი. ეს, ბუნებრივია, სმენის დაქვეითებას იწვევს. საცობი შეიძლება დააწვეს დაფის აპკს, გამოიწვიოს ტკივილი, ყურის შუილი.
ყურის ტკივილს, რომელიც ყურის დაავადებით არ არის გამოწვეული, მეორეულ ოტალგიას უწოდებენ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა პათოლოგია: ქვედა ყბის სახსრის ანთება, კბილის ტკივილი, სტენოკარდია.
დისტანციურად პრეპარატებს ვერ დაგინიშნავთ, ეს არაპროფესიულია.
მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას გაგსინჯავთ, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგენიშნებათ ინდივიდუალური მკურნალობა.
დამატებითი ინფრომაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა