კითხვა: გამარჯობა.მინდა გკითხოთ თვალების ირგვლივ განსაკუთრებულად წარბებთან ვგრძნობ სიმძიმესააც ძირითადად ხანდახან ტკივილსაც.ხანდახან ცხვირიც მეჭედება.ეს სავარაუდოდ რა უნდა იყოს?!
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. შესაძლოა ამ სიმპტომს იწვევდეს ფრონტიტი, შუბლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება. იგი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ხშირად მწვავე ფრონტიტი ვითარდება გრიპის, რინიტის, წითელას დროს. პაციენტი უჩივის მკვეთრ ტკივილს თვალებსა და შუბლის არეში, ცრემლდენას, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას, უხვ გამონადენს (განსაკუთრებით იმ ნესტოდან, შუბლის წიაღის რომელ მხარესაცაა ანთებითი პროცესი), წიაღის დაცლის შემდეგ თავის ტკივილი კლებულობს და განახლდება გამონადენის შეფერხების მიხედვით, მწვავე პროცესის ქრონიკულში გადასვლას შუბლის წიაღის არასაკმარისი დრენირება უწყობს ხელს, რაც აღინიშნება მაგალითად, ცხვირის ძგიდის გამრუდებისას და ნიჟარების გადიდებისას. უმჯობესია დროულად მიაკითხოთ ექიმს და ჩაიტაროთ დროული და სწორი მკურნალობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარებთ გამოკვლევებს და თუ ფრონტიტი დადასტურდა დაგინიშნავთ მკურნალობას. ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა