ქრონიკული ლარინგიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: 84 წლის მოხუცებულს აწუხებს მუდმივი ხველა.დავალევინებთ ვალუ ბრონხოს, ორ ამპულა დექსამეტაზონს და 10-15 დღით დაახლოებით შეუწყდება ხველა. შემდეგ კვლავ ეწყება,ასე გრძელდება წლებია. თუ დიაგნოზი სწორია ქრონიკული ლარინგიტიაო. დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ლარინგიტი ყელის სახმო იოგების შემცველი ნაწილის (ლარინქსი) ანთებაა, გაღიზიანების, ზედმეტი დატვირთვის ან ინფექციის გამო.
ლარინგიტი შესაძლოა დროებითი იყოს (მწვავე) ან გახანგრძლივდეს (ქრონიკული). ლარინგიტის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს დროებითი ვირუსული ინფექცია ან იოგების დაჭიმვა, რაც არ იწვევს მძიმე დაავადებას. მის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, რომლებიც ვენურ სისტემაში შეგუბებით მოვლენებს იწვევს, კლიმატური პირობები (ცივი ამინდები) და მავნე ჩვევები, სახელდობრ, ნიკოტინი და ალკოჰოლი.
ლარინგიტის მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო.
შეუძლია პაციენტს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო –ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს, პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს , როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა