მოგესალმებით,
ლიმფური კვანძები გვხვდება კისრის, იღლიის, საზარდულის მიდამოებში. ჩვეულებრივ ლიმფური კვანძი პატარა ზომისაა, ხელით გასინჯვა ან დანახვა კანის ქვეშ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ლიმფური კვანძი გადიდდა ან შეშუპდა.
გადიდებული ლიმფური კვანძის ანთებას სამედიცინო ტერმინოლოგიით ლიმფადენიტი ან ლიმფადენოპათია ეწოდება.
კისრის ლიმფური კვანძის მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად მიზეზზე და თანაარსებულ სიმპტომებზე.
უმრავლეს შემთხვევაში გადიდებული ლიმფური კვანძი სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან უხშირესი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია. თუ კისრის ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზიის მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ამ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, რასაც შესაბამისი სპეციალისტი განსაზღვრავს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა!კისერზე, მარცხენა მხარეს, გამიჩნდა სამი ლიმფური კვანძი.რამდენად საყურადღებოა და რით შეიძლება იყოს გამოწვეული? გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი: