მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საუბარია ოტიტზე, რომელიც ყურის ანთებას ნიშნავს.
ოტიტი სხვადასხვა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მიკრობებმა, ვირუსებმა, სოკოებმა, ანდა სამივემ ერთად.
გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოწმენდის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს. ეს არის ეგრეთ წოდებული ტუბარული გზა.
ზოგ შემთხვევაში მიკროორგანიზმების გავრცელების მიზეზი დაზიანებული დაფის აპკია.
გრიპის კლინიკური სურათის შედარებითი გაუმჯობესების ფონზე იწყება ყურის მუდმივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გადაეცემა თავს, კისერს, კბილებს. ღამით ტკივილი ძლიერდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება.
ოტიტი მარტო ყურის ტკივილი არაა, ეს არის ანთება, რომელსაც დროულად უნდა ვუმკურნალოთ. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, პროცესი მიმდებარე სტრუქტურებზე, მათ შორის - ტვინის გარსებზე გავრცელდეს.
ზუსტი დიაგნოზის დასმა დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასმენ სისტემას ინსტრუმენტულად, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგციკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, მარჯვენა ყურის ყრუ ტკვილი მაქვს, რომელიც ჩამოდის ყელის მხარეს და იქ ვგრძნობ დაჭიმულობას, ვის მივმართო? გმადლობთ
პასუხი: