კითხვა: გამარჯობა! მსმენია რომ ყურების დაგუბების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ ყლაპვითი მოძრაობების შემდეგ ეს შეგრძნება ქრება,რატომ?
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ყურის დაგუბება, ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია შუა ყურის სტრუქტურებზე წნევითი ზეწოლით, ასეთ დროს წნევა შუა ყურსა და ყურის გარეთ გარემოში, ბალანსირებული არ არის.
რაც შეეხება ნერწყვის გადაყლაპვას, იგი ყურის დაგუბების დროს ხსნის აღნიშნულ წნევით ზეწოლას.
თუ დაგუბება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან იწვევს ტკივილს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!