ტკივილი კეფის არეში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: რამოდენიმე დღეა მაქ სიცხე 37 სულ.რასაც კეფის ტკივილი თან ახლავს.2 დღე ყურიც მტკიოდა. თითქოსდა რაღაც ფეთქავს კეფის არეში.რისი ბრალი იქნება? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
ტკივილი კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული.
კეფის ნერვის ნევრალგიის დროს კი, თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ ყურის ტკივილსაც, პირველ რიგში სასურველია შესწავლილი იქნეს ყელ–ყურ–ცხვირის პათოლოგიების ,კონკრეტულად კი ინფექციების არსებობის საკითხი.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან, ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურის პრობლემები, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.
ექიმი უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 


უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა