ტონზილიტი, სიბრძნის კბილი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს.. ქრონიკული ტონზილიტი მაქვს, ოპერაციას ვიკეთებ მალე, მაგრამ ეს დაახლოებით სამი თვეაგრძელდება. ყურზე მქონდა თავიდან გადაცემითი ტკივილი, მაგრამ ახლა ტკივილი აღარ მაქვს, ახლა მხოლოდ ჭამის დროს, ისიც მხოლოდ მაშინ როცა ლუკმას იმ ყურის საპირისპირო მხარის ყბით ვღეჭავ რომელ იც მაწუხებს, ტკივილიც არ ჰქვია, აი ზუსტად თვალის გასწვრივ ყურთან მესმის რაღაც ხმაურივით, ნუ დისკომფორტი მაინც არის (გასათვალისწინებელია ისიც რომ ზედა ყბაზე, იმ მხარეს საითაც ყური მაწუხებს, სიბრძნის კბილი ჩამომდის და ზოგადად პრობლემატურია ჩემთან ეგ საკითხი რადგან დიდი კბილები მაქვს და სიბრძნის კბილები აღარ მეტევა ყბაში, ამის გამო ერთი უუკვე ამოღებული მაქვს) ჰოდა ეს ყურის ამბავი ამ ორივე პრობლემის გამო შეიძლება იყოს? და რამდენად საფრთხილოა? და ერთი კითხვაც, ხანდახან ცხვირის მარცხენა ნესტოში ჰაერი რომ შემდის, განსაკუთრებით თუ ცივია, მტკივა თვითონ ცხვირი, თვალის გარშემო და შუბლის მარცხენა წილი და ეს ტონზილიტამდე სრ მაწუხებდა და შეიძლება მაგის ბრალი იყოს და ოპერაციის შემდგომ გამიაროს? გმადლობთ და ბოდიში ამდენი კითხვისა და შეწუხებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაბამისი კვლევების ჩატარების გარეშე, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. თუმცა, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. სიბრძნის, ანუ მერვე კბილი, ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია.
სიბრძნის კბილები მდებარეობს ისეთ ადგილას , სადაც ბევრი სისხლძარღვი, ნერვი და უჯრედისია, რომლებიც ძალზედ მარტივად ინფიცირდებიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენს ჩივილებს სიბრძნის კბილის პრობლემურობა იწვევს.
რაც შეეხება ცხვირის ტკივილს, შესაძლოა ჩივილებს იწვევდეს ტონზილიტი, რომელიც ნუშურა ჯირკვლებზე პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო) მოხვედრის გამო განვითარებული ანთებითი რეაქციაა.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბროთ თქვენს მკურნალ ექიმს და სთხოვოთ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა