არტერიული წნევა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: წნევა მაქვს 110/70 თითქმის სულ და ძალიან მაწუხებს ტან ყელის ტკივილიც ერთვის
პასუხი:

მოგახსენებთ, რომ არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია, თუ სისტოლური (ზედა, მაქსიმალური) წნევა არ აღემატება 119 მმ ვწყ სვ-ს, ხოლო დიასტოლური (ქვედა, მინიმალური) – 79 მმ ვწყ სვ-ს. თუ სისტოლური წნევა 120-139 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლური – 80-89 მმ ვწყ სვ, ეს პრეჰიპერტენზიაზე მიუთითებს, ხოლო თუ მაჩვენებლები 140-90 და უფრო მაღალია – არტერიულ ჰიპერტენზიაზე.
თქვენს შემთხვევაში მაჩვენებელი 110/70 ნორმაშია.
რაც შეეხება ყელის ტკივილს, შესაძლოა საუბარია ორ დამოუკიდებელ დაავადებაზე. ამიტომ სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ როგორც დერმატოლოგთან, ისე ოტო–რინო–ლარინგოლოგთან.
ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს ინსტრუმენტულად სისტემას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემები, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა