კითხვა: მოგესალმებით! რამდენიმე დღეა ყელში თითქოს რაღაც მიფრიალებს და ამის გამო მახველებს, გაციებას არანაირად არ ვგრძნობ, ალერგიაც არასოდეს მქონია. რა შეიძლება იყოს და როგორ ვუშველო?
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა, შევეცდებით ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
ხველა, არის რეფლექსური აქტი, რომლის მიზანიცაა სასუნთქ გზებში მოხვედრილი გამაღიზიანებლის (ანთებითი ლორწოს, მტვრის ნაწილაკების) მოცილება.
საფიქრებელია რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს.
ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია ასთმა, თუ თან ახლავს ცხვირის გაჭედვაც, საფიქრებელია რინოსინუსიტი, ასევე ერთ–ერთი ხშირი მიზეზია გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ამ დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდის და ნაწილობრივ ხახის გაღიზიანებასაც იწვევს.
ასევე შესaძლოა, ხველას იწვევდეს იმუნოდეფიციტიც.
იქიდან გამომდინარე, რომ ხველა არ არის მიზეზი, ის შედეგია, საჭიროა დავადგინოთ რა არის მისი გამომწვევი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რათა, პირველ რიგში გამოირიცხოს სასუნთქი სისტემის პრობლემები, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და წიაღების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს ( შესაძლოა ეს იყოს რენტგენოგრაფია, რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები) ამის შემდეგ კი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა