კითხვა: მაწუხებს ყურის ქავილი, რომელიც რამდენჯერმე ვიმკურნალე სოკოს საწინაარნდეგო პრეპარატებიტ( ექიმის კონსულტაციიტ)ტუმცა უსედეგოდ. ქავილის გამო გამურტულდა და ვფიქრობ, სეიწრაინფექცია. სამომავლოდ როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ოტომიკოზი;
  • სოკოს რომელი ტიპები იწვევენ ოტომიკოზს;
  • რაზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდი.

ოტომიკოზი ეს არის გარეთა სასმენი მილის სოკოვანი დაავადება.
დაავადებას იწვევენ სოკოს შემდეგი ტიპები:

  • Aspergillus;
  • Penicillium;
  • Candida.

მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, დაავადების კლინიკურ სურათზე და რა თქმა უნდა სოკოს სახეობაზე. ზოგადად მკურნალობისთვის ინიშნება იმუნომამოდულირებელი პრეპარატები, რაზეც რეკომენდაციის გაცემა შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
ასევე, გარეთა სასმენი მილი უნდა დამუშავდეს ადგილობრივად, შესაბამისი ხსნარებით.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ სათანადო დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა