რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გთხოვთ დამეხმაროთ, ჩემო ძვირასებო,ადრეც მოგმართეთ, 5 წლის მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები,ჩემი დაავადება გავს აუტოიმუნურს მაგრამ ესეც ბოლომდე არ დადასტურდა. მაქვს ქრონიკული ანთებები და მუდმივად კუნთების ტკივილი,თავის ტკივილები,ქრ.სინუსიტი და კიდევ ბევრი ჩივილი. ბოლო დროს დაახლოებით 2 წელია პერიოდულად მაქვს კანკალის შეგრძნება(ზუსტად ისეთი რომელიც ახლავს ცხელებას) და მგონია რომ ვირუსი მეწყება, რომელიც შემდეგ გადის და დაახლოებით 2 თვით წყდება,პერიოდულად მაქვს. ამ ბოლოს გადავიტანე გრიპი,გამირთულდა ბრონქიტით, ვიმკურნალე ანტიბიოტიკით (ბიმაქსი),შედეგი მაქვს,სიცხე არააა, მაგრამ შეჟრჟოლება და არა კანკალი,ანუ ზურგის არეში მუდმივი ჟრიალის შეგრძნება და შემდეგ შემცივნება მაქვს პერიოდული ცხელებით_სიცხის გარეშე, სპაზმური ხველა და ბრონქებში ქავილივით შეგრძნება,თითქოს მექავება და ბრონქები უსიამოვნო შეგრძნება. ტუბერკულიოზი,ნევროზი და სხვ, გამორიცხეს, ამჟამად დადასტურებული მაქვს მხოლოდ ქრ.სინუსიტი(ფრონტიტი). სისხლის ანალიზი ნორმაშია,ც რეაქტიულია მომატებული მხოლოდ. გადავედი თვითმკურნალობაზე,ახლა მინდა თქვნი აქციით ვისარგებლო და მთლიანი სხეულის ტომოგრაფია ჩავიტარო, მხოლოდ თავის ტვინის კვლევის მაგივრად ე.წ.კატე შეგიძლიათ ჩავსვათ?გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ უკვე ძალიან ბევრი დამეხარჯა უაზროდ ექიმებთან სიარულში და შეგიძლიათ ეს შეღავათი გამიკეთოთ მრტ-ს მაგივრად კატე რომ იყოს? რადგან ყელ-ყურმა კატეს პასუხი მჭირდებაო,(ხუჯაძეში ვმკურნალობ სინუსიტს) და მომცემს თუ არა მთლიანი სხეულის ტომოგრაფია რაღაც დიაგნოზს ან მინიშნებას,რა კუთხით ვიმკურნალო,ხველისგან ვიგუდები,,,ექიმები მხოლოდ გაოცებული მიყურებენ..
პასუხი:

მოგესალმებით,
მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერული ტომოგრაფიის სახელწოდებით ვერ დავარეგისტრირებთ, თუმცა ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ, როგორც კომპიუტერული ისე მაგნიტურ–რეზონანსული კვლევები აქციის ფარგლებში და ფასდაკლებით.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მრტ კვლევისგან განსხვავებით , კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს გამოსხივება და მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაშია რეკომენდირებული მთლიანი სხეულის გამოკვლევა, ჩვენც გირჩევთ ,რომ თქვენი პირადი გადაწყვეტილებით ნუ იმოქმედებთ .
უმჯობესია დაეყრდნოთ ყელ–ყურის ექიმის მოთხოვნას და ჩაიტაროთ თავის ქალას და სახის ძვლების კტ ხოლო დამატებით ,როგორც თქვენი ჩივილებიდან ჩანს , ასევე გულმკერდის ტომოგრაფია .
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა