მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს პირის სიმშრალეს;
- რა არის ფარინგიტი;
- რეკომენდაცია.
მოგახსენებთ, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობა შეუძლია ასობით პრეპარატს, რომლებსაც იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის სამკურნალოდ, პრეპარატები ნერწყვს ხდის უფრო სქელს და ბლანტს, რაც იწვევს პირის სიმშრალეს.
ასეევე, ყელის სიმშრალე, შეიძლება იყოს ფარინგიტის სიმპტომი, რომლის მიზეზის დადგენა დისტანციურად შეუძლებელია.
ფარინგიტი
ეს არის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
- ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება;
- სიმშრალე;
- ყლავის გართულება;
- სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს.
მის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის მოშლ, მკურნალობა კი, კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო.
რჩევის სახით, მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
- პაციენტი ერიდოს ცივ და გაზიან სასმელებს;
- ცხარე, მლაშე და ცივ საკვებს;
- არ არის სასურველი, რძისა და სახამებლის პროდუქტების მიღება;
- 100 გ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ;
- განსაკუთრებით სასარგებლოა ქაცვის ზეთის, წვენისა და ნაყოფის მიღება.
გასაგებია პაციენტის ზოგადი შეხედულება, თუმცა, მისი მდგომაროება საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას და უნდა დაარწმუნოთ, რომ გაიაროს კონსულტაცია, რათა თავიდან აირიდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.
აუცილებელია, პათოლოგიის დროული და სწორი ლიკვიდირება. ამ მიზნით კი, პაციენტს შეუძლია, მობრძანდეს „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ სადაც დახმარებას გაგიწევთ ექიმი-სპეციალისტი, ქალბატონი რუსუდან კონცელიძე.
პირხახის ინსტრუმენტული დათვალიერების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დედათქვენს დაენიშნება მკურნალობა.
ასევე, გირჩევთ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს როგორც ენდოკრინოლოგი, ისე კარდიოლოგი.იმავდროულად ,შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!