კითხვა: მოგვესალმებით თქვენი რჩევა მჭირდება.დილაობით რომ ვდგები ხმა არ მაქვს საერთოდ. ნელნელა მიბრუნდება. პატარა ნერვიულობა და მივარდება ხმა. ხმას თუ ავუწიე მაშინაც მივარდება და საერთოდ ვერ ვსაუბრობ. ტკივილი არ მაქვს. არც სიმშრალე ყელში. ვერ გავიგე რა უნდა იყოს.პირველად კონცერტზე ჩამივარდა. მას მერე მაქვს პრობლემები. არადა როგორც მასწავლებელს ხმა მჭირდება.
პასუხი:

მოგესალმებით!
ფონასთენია ნიშნავს, ხმის ფუნქციურ მოშლას. ის ძირითადად პროფესიული დაავადებაა, ემართებათ, მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ.
ხმის შეცვლის მიზეზად შეიძლება იქცეს ყვირილი, ვინაიდან მაღალი ნოტის აღების დროს სახმო იოგები ძლიერ იჭიმება და ერთმანეთს უახლოვდება და შეხებით აზიანებენ ერთმანეთს.
ფონასთენიას იწვევს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის:
ქრონიკული სურდო;

  • ადენოიდები;
  • ცხვირის პოლიპები;
  • ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი;
  • ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს. ლაბილური ნერვული სისტემის პატრონებისთვის საკმარისია ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული ბიძგი, რომ მყისიერად დაკარგონ ხმა.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას:

  • ერიდეთ ცხარე სანელებლებს, ცივ და მეტისმეტად ცხელ საკვებს, ალკოჰოლს;
  • რამდენიმე საათიანი დატვირთვის შემდეგ აპარატი ყოველთვის დაასვენეთ. ასეთ დროს ტელეფონით საუბარიც არასასურველია;
  • ერიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობას: სავლები მხოლოდ ცხვირ-ხახას სწვდება, ხორხსა და სახმო იოგებს კი - ვერა, შინაური ინჰალაციებით მხოლოდ გაციებას დაამარცხებთ.

ამ მდგომარეობას კომპლექსურად სჭირდება მკურნალობა, რომ თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე. ექიმი ვიზიტისას ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა