ხმაური ყურებში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა..ყურის წივილები მაქვს..ვსვამდი ვინებრალს..მაგრამ ისევ დამეწყო.გთხოვთ რჩევასს..
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში , სასმენი ნერვის დაზიანება , ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ.
ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი.
ყურებში ხმაური ასევე შეიძლება გამოიწვიოს : ათეროსკლეროზმა, გულის უკმარისობამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ოსტეოქონდროზმა, სტრესმა და ნევროზმაც კი.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია.
დასაზუსტებელია, ვინებრალზე რეკომენდაცია ექიმმა მოგცათ, თუ დამოუკიდებლად მკურნალობდით.
პირველ რიგში აუცილებელია, ვიზიტი განახორციელოთ ყელ–ყურის ექიმთან, რათა გამოირიცხოს ოტო–რინო–ლარინგოლოგიური პრობლემები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი დაათვალიერებს სასმენს მილს, როგორც ვიზუალურად ისე ინსტრუმენტულად და დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე, შესაძლებელია კონსულტაციისას გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან. ( ნევროლოგი )
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა