მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
ნევრიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ერთი (ლოკალური ნევრიტი) ან რამდენიმე პერიფერიული (პოლინევრიტი) ნერვი.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი ტიპის ნევრიტებს:
- სახის ნერვი;
- შუა ყურის ნერვი;
- თვალის მამოძრავებელი ნერვი;
- ენისქვეშა ნერვი;
- ენა-ხახის ნერვი;
- ცდომილი ნერვი;
- საჯდომი ნერვი;
- იდაყვისა და თეძოს ნერვი;
- დიაფრაგმის ნერვი.
სმენის ნერვის ნევრიტის დროს სუსტდება სმენა, აღინიშნება ყურების შუილი. სასმენი ნერვის ნევრიტი შეიძლება განვითარდეს როგორც შუა ყურის ანთების, ასევე ორგანიზმში ოტოტოქსიკური ნივთიერების (გენტამიცინი, სტრეპტომიცინი) მოხვედრის შედეგად.
ყოველგვარი სახის ნევრიტისთვის დამახასიათებელია:
- ტროფიკული;
- სისხლძარღვოვანი;
- მამოძრავებელი დაზიანებანი;
- მგრძნობელობის დაქვეითება;
- კუნთების ატროფია.
ნევრიტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტკივილი და დაბუჟება. ტკივილი შეტევისებურია, თუმცა ყრუ, ძლიერდება დაზიანებული ნერვის საინერვაციო არის გასწვრივ.
მდგომარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად და დიაგნოსტირებისათვის გირჩევთ მიმართოთ პირველ რიგში ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდგომ მეთოდს. ვიზიტისას შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!