კითხვა: სალამი. 5 დღის წინ დამემართა გრიპი. ყელი მტკიოდა,შემდეგ დამეწყო ცხვირის პრობლემები,2 დღე საერთოდ ვერ ვსუნთქავდი ცხვირიდან და დიდი რაოდენობით სითხე მომდიოდა (რაც ახლაც მაქვს) სიცხე არ მქონია. ვსვამ წამლებს და ანტიბიოტიკს,ასევე ვიყენებ ცხვირის გამხსნელ წვეთებს,რინონექსის სპრეის და დამატენიანებელ მალამოს. ახლა უკეთ ვარ შედარებით,თუმცა დამრჩა ძლიერი სველი ხველა.დღეს დილას შევნიშნე,რომ ერთი წვეთი სისხლი გამოჰყვა ნახველს. აქამდე ასეთი რამ არ შემიმჩნევია. ოჯახის ექიმთან ვიყავი ვიზიტზე,მითხრა რომ ფილტვები არის სუფთა და გადაღება არ გჭირდებაო. სისხლზე რომ ვუთხარი,თქვა რომ გრიპმა იცის ასეთი რამ. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ვნერვიულობ,შესაძლოა თუ არა,რომ ეს სიმპტომი იყოს რამე საშიში დაავადებისგან გამოწვეული?
პასუხი:

მოგესალმებით,
გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ინფექციურ დაავადებათა შორის, ის არ არის იგივე, რაც ჩვეულებრივი გაციება , რადგან გამოწვეულია განსხვავებული ჯგუფის ვირუსებით და მისი სიმპტომები იწყება უფრო სწრაფად, არის უფრო მძიმე და უფრო დიდხანს გრძელდება.
როგორც თქვენმა მკურნალმა ექიმმა უკვე მოგახსენათ, თქვენი ჩივილები შესაძლოა უკავშირდებოდეს გრიპს.
გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).
როგორც აღნიშნავთ ,გტკიოდათ ყელი ,ანუ იყო ანთებითი პროცესები ამ მიდამოში ,შესაბამისად ხველების დროს ,დაძაბვის შედეგად ,შესაძლებელია ყელის ლორწოვანიდან მცირე კაპილარული სისხლის მინარევის წარმოშობა .
რაკი ფილტვებში პათოლოგიური არაფერია,თქვენი შიშიც უსაფუძვლოა .
მეტი სიფრთხილისათვის , შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზიტისას დაათვალიერებს პირის ღრუს, ხორხსა და ზედა სასუნთქ სისტემას ინსტუმენტულად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობის შესაბამის კურსს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა