მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, საქმე ეხება პოსტნაზალური, ანუ უკან წვეთის სინდრომი, როდესაც ადამიანებს სასუნთქი გზების სინუსიტის გადატანის შემდეგ ხახის უკანა კედელზე ჩაედინება ის სეკრეტი, რომელიც წიაღიდან გადმოდის და იმდენად რთულდება, რომ ხანდახან თვეების განმავლობაში გრძელდება ხველა.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ტიპის ჩამონადენი გაქვთ, ეს შეიძლება იყოს ცხვირხახის ,ფრონტალური სინუსების თუ ჰაიმორის წიაღის ანთებითი პროცესების შედეგი , დიაგნოზის შესაბამისად უნდა გადაწყდეს მკურნალობის საკითხებიც.
პირველ რიგში, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან , კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევა , რის შემდეგაც ექიმი დასვამს დიაგნოზს და შემდეგ დაგენიშნებათ, შესაბამისი მკურნალობა, ალერგიულობის გათვალისწინებით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჯერ ყელ–ყურის ექიმთან ,ხოლო შემდეგ ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ მეთოდს.
შესაძლოა საჭირო გახდეს, ალერგოლოგიური ტესტების ჩატარება.
სასურველია ვიზიტის დაგეგმვა წინასწარი ჩაწერით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: Post nauseal drip ჩამონადენი ცხვირიდან ყელში მკურნალობის რა მეთოდებს მირჩევთ ძალიან ალერგიული ვარ ასაკი 18 მწეველი ხშირად მიწევს. ყელის გასუფთავება და ხშირად მიშრება პირი
პასუხი: