მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- გემოს დარღვევის ფორმები;
- რა იწვევს გემოს დაქვეითებას.
ცნობილია გემოს დარღვევის ტრანსპორტული, სენსორული და ნევროლოგიური ფორმები. ენაზე მგრძნობელობის დაქვეითება დაკავშირებულია სხვადასხვა გენეზის გამომწვევთან, მაგალითად:
- სენსორული დაზიანება;
- პირის ღრუს ანთებითი დაავადებები;
- დეგენერაციული დაზიანებები;
- მედიკამენტური მკურნალობა;
- სხივური თერაპია;
- ენდოკრინული დაავადებები;
- პირის ღრუს სოკოვანი ინფექციები;
- ატროფიული გლოსიტი;
- რკინადეფიციტური ანემია;
- ავიტამინოზი;
- B12 ვიტამინის ნაკლებობა;
- ჰემატოლოგიური პათოლოგიები.
მკურნალობა იმ დაავადების აღმოფხვრაზეა დამოკიდებული, რომელმაც ეს დარღვევა გამოიწვია.
დიახ, შესაძლოა ტონზილიტი, ფრონტიტი ან ჰაიმორიტი იყოს ჩივილის გამომწვევი მიზეზი.
თუმცა, დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოტო–რინო–ლარინგოლოგთან.
შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს სასის ან პირის ღრუს სხვა სტრუქტურების ინფექციური დაავადებები, ამიტომ საჭიროა დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად პირის ღრუს ნაცხის ანალიზი რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება პირის ღრუს სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს პირის ღრუსა და საყლაპავს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს, შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.
ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოც სხვა სპეციალისტიც.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!