კითხვა: გამარჯობა,მაქვს ტინიტუსი ცალ ყურში,სულ მაქვს 24 საათო ყოველ დღე,ტიტქმის ნახევარი წელი.კიდევ თუ გაქვთ უფასო გამოკვლევები? ბევრი სტრესი გადავიტანე და ალბათ მაგის გამო
პასუხი:


მოგესალმებით,
ტინიტუსი მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეულმა სმენის დაქვეითებამ;
  • ყურის ინფექციებმა;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებებმა;
  • მენიერის დაავადებამ;
  • ჰორმონულმა ცვლილებებმა ქალებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა.

ამიტომ, მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
თავდაპირველად შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე. გამოირიცხება ან დადასტურდება სასმენი აპარატის პათოლოგიები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა