მოგესალმებით,
ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს:
- ოდონტოგენური;
- რინოგენული;
- ჰემატოგენური;
- ტრავმული;
- ალერგიული.
მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი ინფექციაა.
ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში;
- სუნთქვის გაძნელება;
- ჩირქოვანი გამონადენი;
- ტემპერატურის მატება;
- საერთო სისუსტე;
- მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში.
ჰაიმორიტის მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას.
გამწვავების პერიოდში, არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.
ასევე, შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევა იქნება, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!