სისხლდენა ცხვირიდან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: 17წლის ვარ ხშირად მომდის ცხვირიდან სისხლი თავის ტკივილებიც მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც ზედაპირთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ძალიან სუსტია და მათი მთლიანობა ადვილად ირღვევა. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისის ( ცხვირიდან სისხლდენის ) გამომწვევი მიზეზებია:

  • ცხვირის ღრუს უცხო სხეულით დახშობა;
  • ალერგიული რეაქცია;
  • ცხვირის ტრავმა;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექცია;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება);
  • გამრუდებული ძგიდე;
  • ალერგიის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ხშირი გამოყენება;
  • არაალერგიული რინიტი;
  • ჰემოფილია და სხვა ისეთი პათოლოგიები, რომლებიც სისხლდენისადმი მიდრეკილებას ზრდის.
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენური პურპურა (სისხლში თრომბოციტების ძალიან დაბალი შემცველობის გამო სისხლი ვეღარ დედდება, ადვილად ვითარდება ჭარბი სისხლდენა და სისხლჩაქცევა);
  • ცხვირის პოლიპები;
  • ემოციური ან ფიზიკური დატვირთვა;
  • ჰაერის დაბალი ან ზედმეტად მაღალი ტემპერატურა.

თუმცა სისხლდენის მაპროვოცირებელი შესაძლოა, რომ იყოს:

  • მოუწესრიგებელი არტერიული წნევა;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ხერხემლის პრობლემები;
  • საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა არაკორექტულია, გირჩევთ მიმართოთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარებთ სრულფასოვანი გამოკვლევას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს, ამის შემდეგ კი დაგენიშნებათ მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა