მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. მწვავე სინუსიტი (მწვავე რინოსინუსიტი) ცხვირის გარშემო მდებარე ღრუების (სინუსების) ანთება და შეშუპებაა.
მწვავე სინუსიტს ხშირად სურდო ( რინოვირუსული ინფექცია ) იწვევს. სხვა მიზეზებს შორისაა ალერგიები, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები.
სინუსიტის დროს , ანთების გამო ხდება სინუსების გამხსნელი გზების დახშობა და ლორწოს გადინება შეფერხებულია.
დახშული სინუსები ქმნის სველ გარემოს, რომელიც ინფექციისათვის კარგი ნიადაგია. თუ სინუსი დაინფიცირდა და ვერ დრენირდება, დაგროვდება ჩირქი და გამოვლინდება სიმპტომები, როგორიცაა სქელი, ყვითელი ან მომწვანო გამონადენი და ინფექციის სხვა ნიშნები.
ოტოლარინგოლოგი ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე სვამს სინუსიტის დიაგნოზს და ნიშნავს სათანადო მკურნალობას.
არასწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა სინუსიტის ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს, რომლის მკურნალობაც გაცილებით რთულია და ხანგრძლივი.
სწორი მკურნალობა ყოველთვის ხანგრძლივია და ძირითადად გულისხმობს : ანტიმიკრობულ ,ანთების საწინააღმდეგო და მადრენირებელ თერაპიას .
ამ უკანასკნელის არაადექვატურობის შემთხვევაში ,უმეტეს შემთხვევაში ,პირველი ორი უეფექტოა და ის არის წარუმატებელი მკურნალობის მიზეზი .
მიმართეთ ჩვენი კლინიკის ოტო–რინო–ლარინგოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ ადეკვატურ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით,მაქვს მწვავე სინუსიტი,ვიმკურნალე გავიკეთე გამორეცხვები,ფიზიო მედიკამენტებიც მივიღე მაგრამ შედეგი არ მაქვს,თქვენ რას მირჩევთ რა გავაკეთო დავიტანჯე აღარ შემიძლია. მადლობთ.
პასუხი: