კითხვა: გამარჯობა სამი წლის უკან ორსულობაზე გამიმწვავდა რინიტი რომელიც სულ მქონდა , გადავიღე წიაღები და მქონა ცისტა. მშობიარობის შემდეგ ისევ გადავიღე და ცისტა აღარ იყო და ექიმმა გაიწოვაო რომ იმშობიარე მერეო და ახლა ვდარდობ სამი წელია გასული სუნთქვა მუდმივად მიჭირს და თუ გაიწოვა თავიდან ხომ არ წარმოიქნება ის ცისტა ან რამე საშიში თუა რომ სიმსივნურ უჯრედად გადაგვარდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რინიტის ფორმის განსაზღვრას, რადგან მასზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდიც.
მუკოიდური კისტა კი, კეთილთვისებიანი ღრუ წარმონაქმნია, რომელიც შეიცავს სითხეს.
აუცილებელია განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი.
თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასუნთქ სისტემას ინსტრუმენტულად. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა