კითხვა: მოგესალმებით ვიყავი კვალიფიციურ ექიმთან და დიაგნოზი ყურის ნიჟარის პერიქრონდიტი დამისვა. არ გადაუღია სურათი და დარწმუნებით და ხაზგასმით მითხრა რომ საშიში არაფერია. თუმცა მე მაინც ვფიქრობ ეს შეიძლება სისხლაჟღენთი, ჩირქი ან სიმსივნე იყოს რომელიც მას შესაძლოა გამოეპარა. ჩივილი მაქვს ყურში შუილის ხმა მცირე დოზით. კითხვა: შეიძლება საშიში იყოს ეს დაავადება და ვენდო თუ არა ხელით გასინჯვით პასუხს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:

  • რა არის პერიქონდრიტი;
  • ყურებში ხმაურის გამომწვევი მიზეზები.

პერიქონდრიტი, ყურის ხრტილის და მისი გარემომცველი რბილი ქსოვილების ანთებაა. მისი ნიშნებია ნიჟარის პერიოდული შესიება და სიწითლე ბიბილომდე. შესაძლოა მას ახლდეს შუილი ყურებში ან იწვევდეს სმენის დაქვეითებას.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, შუილის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.

periqondriti


ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა როგორიცაა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება;
  • ყურის ინფექციები;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
  • მენიერის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
შეგიძლიათ, მიმართოთ კვლავინდებურად თქვენს ექიმს, ან მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა